„Silk Go“ მომსახურებით სარგებლობის წესები და პირობები
1. მომსახურების ზოგადი აღწერა
- 1.1. „Silk Go“ განკუთვნილია სრულწლოვანი ფიზიკური პირებისთვის და ამავე მომსახურებით (შემდგომში: „მომსახურება“) სარგებლობა შესაძლებელია ყველგან (როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ), სადაც მომხმარებელს ექნება წვდომა ინტერნეტთან (როგორც ფიქსირებული, ასევე უსადენო ინტერნეტი) კავშირი. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ „მომსახურებით“/ „სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში შესაძლოა „მომსახურება“ ან/და კონტენტი არ იყოს სრულად ხელმისაწვდომი.
- 1.2. „მომსახურება“ მოიცავს „სილქ ტვ“-ს გარკვეულ ფუნქციონალსა და კონტენტის (შინაარსის) ნაწილს. ამასთან, „მომსახურების“ კონტენტი (შინაარსი) და მასზე წვდომა განსხვავებულია საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სარგებლობის/წვდომის შემთხვევებში.
- 1.3. “Silk Go”-ს მომსახურებით სარგებლობისათვის, არ არის აუცილებელი, რომ მომხმარებელი, როგორც აბონენტი, უკვე სარგებლობდეს „სილქნეტის“ ფიქსირებული მომსახურებით. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე, მობილური აპლიკაციისა და ვებ გვერდის - www.silktv.ge საშუალებით, უყუროს „სილქნეტის“ მიერ განსაზღვრულ გარკვეულ უფასო კონტენტს (ასეთის არსებობისას). ფასიანი კონტენტის ნახვის მიზნით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „მომსახურების“ ფასიანი პაკეტი. „მომსახურების“ ფასიანი პაკეტის (შემდგომში: „ფასიანი პაკეტი“) შესაძენად აუცილებელია მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლა. რეგისტრაციის/ავტორიზაციის შემდეგ, ფასიანი პაკეტის შეძენამდე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე საცდელ რეჟიმში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უყუროს მათ შორის ფასიან პაკეტში შემავალი კონტენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სხვადასხვა პაკეტის ტარიფების შესახებ ინფორმაცია იხ. ქვემოთ, მე-7 თავში.
- 1.4. „სერვისის“ ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია სილქ ტვ ფუნქციონალითა და კონტენტის გარკვეული ნაწილით სარგებლობა სხვადასხვა ოპერაციული სისტემების/მოწყობილობების მეშვეობით, როგორიცაა Apple iOS, Google Android, PC კლიენტი, Smart TV.
- 1.5. სერვისი ხელმისაწვდომია:
- 1.5.1. ნებისმიერი ტიპის პერსონალურ კომპიუტერზე (დესკტოპი, ლეპტოპი);
- 1.5.2. მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე (Google Android 5.0 / API level 21 და ყველა შემდეგი ვერსიები და Apple iOS (iPhone; iPad; ) 13.4 და შემდეგი ვერსიები);
- 1.5.3. SmartTV:
Samsung - ოპერაციული სისტემა Tizen 3.0-ის ზემოთ (კერძოდ 2017 წლიდან გამოშვებულ Basic, Standard და Premium კლასის მოდელებზე, APP Store-ზე აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს რეგიონზე);
LG SmartTV - ოპერაციული სისტემა WEB OS 3.0-ის ზემოთ;
Android TV - Android 5.0 ვერსიიდან (API Level 21) ზევით (კერძოდ Sony, TCL, Hisense, Philips, Toshiba და სხვა სერტიფიცირებული მწარმოებლების ტელევიზორებზე;
- 1.6. „მომსახურების“ პროცესში, გამოიყენება წინამდებარე პუნქტში აღნიშნული ოპერაციული სისტემების/მოწყობილობების ისეთი მაჩვენებლები/მონაცემები, როგორიცაა: მეხსიერება, ინტერნეტის სიჩქარე, აკუმულატორის სიმძლავრე და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სილქნეტი“ არანაირი სახით არ აგებს პასუხს „მომსახურების“ ისეთ ხარვეზებზე ან/და შეფერხებებზე/კავშირის წყვეტაზე, რომლებიც დამოკიდებულია ამავე ოპერაციული სისტემების/მოწყობილობების ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებლებზე/მონაცემებზე.
- 1.7. სილქ ტვ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი პროვაიდერის ინტერნეტ კავშირის მეშვეობით (როგორც LAN კაბელით, ისე WiFi კავშირით).
2. რეგისტრაციის/ „მომსახურების“/ „ფასიანი პაკეტის“ შეძენის/ავტორიზაციის ზოგადი პირობები/წესები
- 2.1. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი არხების საშუალებით:
– ვებ გვერდი: www.silktv.ge;
– Google Play Store-ზე განთავსებული SilkGo-ს მობილური აპლიკაციით;
რეგისტრაციის პროცესის დასაწყებად მომხმარებელს ასევე შეუძლია სმარტ ტელევიზორზე ჩამოტვირთოს "Silk Go" აპლიკაცია, რომელიც QR კოდის გამოყენებით გადაამისამართებს მას SilkGo-ს მობილურ აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე: http://silktv.ge/register, სადაც მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაციის პროცესის დასრულება. - 2.2. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაციის გავლა უფასოა. ამასთან, „მომსახურების“ აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე რამდენიმე მოწყობილობაზე (მოწყობილობების რაოდენობა არ არის შეზღუდული).
- 2.3. რეგისტრაციისთვისა და მომსახურებით სარგებლობისათვის აბონენტი უნდა იყოს სრულწლოვანი პირი.
- 2.4. ერთი ტელეფონის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი რეგისტრაცია/ერთი ანგარიშის ნომრის დარეგისტრირება.
- 2.5. ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით (username) და პაროლით ავტორიზაცია ვებ გვერდზე და/ან მობილური მოწყობილობის აპლიკაციაში დასაშვებია შეუზღუდავად, თუმცა ერთი და იმავე მომხმარებლის სახელით (username) და პაროლით შესაძლებელია „ფასიანი პაკეტით“ განსაზღვრული კონტენტის არაუმეტეს სამი ერთდროული (პარალელურ რეჟიმში) ყურება. მეოთხე პარალელურ რეჟიმში ყურების მცდელობისას, მომხმარებელი ისარგებლებს იგივე უფლებებით, რაც აქვს დაურეგისტრირებელ აბონენტს (ანუ ექნება მხოლოდ არაკომერციული კონტენტის (ასეთის არსებობისას) ყურების შესაძლებლობა)).
- 2.6. მობილურ და ტვ მოწყობილობებზე აპლიკაციის დაინსტალირება შეუზღუდავად არის შესაძლებელი.
- 2.7. შეძენილი „ფასიანი პაკეტის“ დროებით დაპაუზება არ არის შესაძლებლი. შეძენილი „ფასიანი პაკეტის“ (მათ შორის ყველა შეძენილი „ფასიანი პაკეტის“) დეაქტივაცია (გაუქმება), შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში.
- 2.8. მომხმარებლის მიერ, ყოველი მეორე და მომდევნო „ფასიანი პაკეტის“ შეძენა, არ იწვევს წინა შეძენილი ფასიანი პაკეტის ავტომატურად გაუქმებას/დეაქტივაციას (თუ ახლად შეძენილი „ფასიანი პაკეტი“ სხვა რამეს არ ითვალისწინებს) და შესაბამისად, აღნიშნულისთვის (წინა „ფასიანი პაკეტი“) განსაზღვრული სააბონენტო გადასახადის დარიცხვის შეწყვეტას.
- 2.9. ტერიტორიის მიუხედავად (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ტერიტორიაზე იმყოფება მომხმარებელი) შესაძლებელია ნებისმიერი „ფასიანი პაკეტის“ შეძენა. ამის მიუხედავად, მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია შეძენილი „ფასიანი პაკეტის“/უფასო მომსახურების ფარგლებში მომსახურება/კონტენტი შეიზღუდოს ან/და არ იყოს ხელმისაწვდომი სრულად, რაც დამოკიდებულია იმაზე, იმყოფება თუ არა მომხმარებელი ავტორიზაციის/წვდომის მომენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.
- 2.10. „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობის ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის გადახდა შესაძლებელია „სილქნეტის“ ანგარიშის ნომრის მიხედვით (გადახდისას მომხმარებლის იდენტიფიკატორი არის „სილქნეტის“ ანგარიშის ნომერი).
- 2.11. იმ შემთხვევაში, თუ Silk Go აპლიკაციით მომსახურების მიღებისას, "Premium Georgia" პაკეტით სარგებლობა ხდება მომსახურება „ჯეოსელის“ იმ მობილური ნომრის საშუალებით, რომელიც მომხმარებელს დაფიქსირებული აქვს Silk Go-ზე რეგისტრაციისას (მიუხედავად იმისა, თუ რომელ მოწყობილობაშია აღნიშნული მობილური ნომერი განთავსებული), აპლიკაციით სარგებლობისას გახარჯული მომსახურება „ჯეოსელის“ მობილური ინტერნეტის ტარიფს მოიცავს "Premium Georgia" პაკეტის ღირებულება; ხოლო სხვადასხვა მოწყობილობებით სარგებლობისას, თუ მომხმარებელი Silk Go აპლიკაციით ("Premium Georgia" პაკეტით) სარგებლობს მომსახურება „ჯეოსელის“ ისეთი მობილური ნომრის საშუალებით, რომელიც არ არის დაფიქსირებული Silk Go-ზე რეგისტრაციისას, აპლიკაციით სარგებლობისას გახარჯულ ინტერნეტზე მოხდება ინტერნეტის სტანდარტული ტარიფის დარიცხვა, რომელიც: 1. გაიხარჯება მომსახურება „ჯეოსელის“ ამ ნომრის შესაბამისი ბალანსიდან ან 2. მოაკლდება მომსახურება „ჯეოსელის“ ამ ნომერზე გააქტიურებული (აქტიური) ინტერნეტ პაკეტის მოცულობას.
- 2.12. "Premium Georgia"-ს პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში, მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ღირებულება არ დაერიცხებათ ჯეოსელის შემდეგი Rate Plan-ების (სატარიფო გეგმის) აბონენტებს: Geocell 01, Geocell10, SME, Lai Lai, Geocell Staff, Geocell Test (დანარჩენი Rate Plan-ების (სატარიფო გეგმის) აბონენტებზე 2.11. პუნქტით განსაზღვრული პირობა არ გავრცელდება).
- 2.13. Smart TV-ზე აპლიკაციში რეგისტრაცია/ავტორიზაციის შემდეგ აბონენტს უაქტიურდება ავტომატურად პაკეტი "Basic Georgia", ხოლო ფასიანი არხისა და კონტენტის დაკვირს მცდელობისას, სისტემა ამოუნათენს, რომ უნდა გაიაქტიურის შესაბამისი პაკეტი "Full Package"
3. „მომსახურების“/ „ფასიანი პაკეტის“ სარგებლობის პირობები
„სილქნეტის“ 2021 წლის 9 ნოემბრამდე რეგისტრირებული აბონენტებისთვის
- 3.1. „მომსახურების“ უკვე არსებულ სააბონენტო ანგარიშზე მიბმისას, აბონენტი სარგებლობს წინასწარი გადახდის (Pre Pay) სისტემით.
- 3.2. იმ შემთხვევაში, თუ დროებითი ანგარიშის ნომრის მინიჭების პერიოდში შეიძენთ „ფასიან პაკეტს“ და ამავდროულად, „სილქნეტის“ არსებულ ანგარიშზე დავალიანების გამო შეგეზღუდებათ მომსახურება/მომსახურებები, აბონენტი „სილქნეტის“ არსებული ნომრის მინიჭების შემდგომ, ვერ შეძლებს „Silk Go“ მომსახურებით შეძენილი „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობას/ „ფასიანი პაკეტის“ გააქტიურებას, ამავე ანგარიშზე („სილქნეტის“ არსებული ანგარიში) რიცხული დავალიანების დაფარვამდე.
- 3.3. „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობის ყოველთვიური ღირებულების გადახდა, ხდება იმ სააბონენტო ანგარიშის პირობებით, რომელზეც მიბმულია „მომსახურება“ (Post Pay). შესაბამისად, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქმედებს იმ სააბონენტო ანგარიშის შეზღუდვებისა და აღდგენის პირობები, რომელზეც მიბმულია მომსახურება.
- 3.4. აბონენტის მიერ, რეგისტრაციის/ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, ამავე მომსახურებაზე რიცხული როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ბალანსი, დარჩება იმ სააბონენტო ანგარიშზე, რომელზეც მიბმული იყო „მომსახურება“.
4. რეგისტრაციის/ „მომსახურების“ / „ფასიანი პაკეტის“ შეძენის/ავტორიზაციის პირობები/წესები
„სილქნეტის“ არსებული/ახალი აბონენტებისთვის
- 4.1. რეგისტრაციისას აბონენტს ავტომატურად მიენიჭება „სილქნეტის“ ახალი აბონენტის ანგარიშის ნომერი.
- 4.2. აბონენტის მიერ, „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობის ყოველთვიური ღირებულების გადახდა, ხდება წინასწარი/საავანსო გადახდის (Pre Pay) პრინციპით. შესაბამისად, ანგარიშზე დადებითი ბალანსის არ არსებობისას, აბონენტი ვერ შეძლებს ფასიანი პაკეტის შეძენას/ აბონენტს შეეზღუდება (გაეთიშება) „ფასიანი პაკეტი“.
- 4.3. თუ აბონენტი რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში არ შეიტანს თანხას ანგარიშზე, რეგისტრაცია გაუქმდება, რაც ავტომატურად ნიშნავს ანგარიშის გაუქმებასაც.
- 4.4. აბონენტის მიერ რეგისტრაციის/ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, ამავე მომსახურებაზე რიცხული დადებითი ბალანსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აბონენტს დაუბრუნდება „სილქნეტში“ არსებული წესის შესაბამისად, რომლის პირობებიც განთავსებულია ვებ გვერდზე: www.silknet.com აღნიშნული წესისამებრ.
5. სხვა პირობები
- 5.1. „სილქნეტს“ უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოახდინოს სისტემის (აპლიკაციის) განახლება/გაუმჯობესება (UPDATE), ფუნქციონალის დამატება/გამოკლება, დიზაინისა და სტრუქტურის ცვლილება.
- 5.2. „სილქნეტს“ უფლება აქვს „აბონენტის“ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეწყვიტოს/გააუქმოს ან/და შეაჩეროს „მომსახურება“ („ფასიანი პაკეტის“ მიწოდება) იმ შემთხვევაში, თუ:
- 5.2.1. აბონენტი არღვევს წინამდებარე წესებს/პირობებს;
- 5.2.2. არსებობს ეჭვი იმისა, რომ „მომსახურების“ აპლიკაციით სარგებლობს არაუფლებამოსილი პირი ან/და აბონენტი „მომსახურების“ აპლიკაციას („ფასიან პაკეტს“) /საცდელ რეჟიმში გავრცელებულ/არაკომერციულ კონტენტს იყენებს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობისათვის.
- 5.3. „მოსახურების“ აპლიკაციით სარგებლობა/აპლიკაცის გამოყენება/აპლიკაციაზე წვდომა/ „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობა/საცდელ რეჟიმში/არაკომერციული კონტენტის ყურება შესაძლებელია/დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესების დაცვით/წინამდებარე წესების ფარგლებში, შესაბამისად, „მომსახურების“ „აპლიკაციის ფასიანი პაკეტის“ /საცდელ რეჟიმში გავრცელებული კონტენტის გამოყენება ან/და ამ ყველაფერთან წვდომა აღნიშნული წესების დარღვევით (ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებით/პირობებით, ასევე, ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც აკრძალულია წინამდებარე წესებით პირობებით), ჩაითვლება არასანქცირებულ/უკანონო გამოყენებად/წვდომად და „სილქნეტს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოახდინოს „მომსახურების“/ „ფასიანი პაკეტის“/საცდელ რეჟიმში გავრცელებული კონტენტის შეჩერება/გაუქმება, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირება.
- 5.4. „სილქნეტი“ არანაირი სახით არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, როდესაც მომხმარებელი რეგისტრაციისას მიუთითებთ არასწორ ან არასრულ ინფორმაციას (მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვ). აღნიშნულით გამოწვეულ ყველა შედეგზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- 5.5. მომხმარებელი ვალდებულია, არ დაუშვას „მომსახურების“/ „მომსახურების“ აპლიკაციის/ „ფასიანი პაკეტის“ ჩართვა საერთაშორისო ან სხვა ფასიანი ტრაფიკის არასანქცირებული გატარების ან/და ფროდის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებსა და სქემებში, ასევე დაიცვათ „სილქნეტის“ ქსელთან მიერთებული ნებისმიერი აბონენტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული მოწყობილობა ან/და ტექნიკური საშუალება ნებისმიერი უნებართვო შეღწევისა და გამოყენებისაგან. აბონენტი უპირობოდ აღიარებს აღნიშნული ქმედებების შედეგად, „სილქნეტის“ მიმართ წარმოქმნილ ნებისმიერი სახის დავალიანებას ან/და მიყენებულ ზარალს;
- 5.6. ტრაფიკის, ან/და „ფასიანი პაკეტის“ სარგებლობისთვის დარიცხული ღირებულების შესახებ დავის განხილვისას, დაეთანხმოს მხოლოდ სილქნეტის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებს, თუ მარეგულირებელი ორგანოს/ სასამართლოს მიერ სხვა რამ არ დადგინდება.
შენიშვნა:
– ფროდი: „მომსახურებისთვის“ დაწესებული „მომსახურების ღირებულების“ გადახდისაგან თავის არიდების გზით, „მომსახურების“ უსასყიდლოდ ან/და შემცირებულ ფასად მიღება.
– ტრაფიკი: საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით, დროის მოცემულ მონაკვეთშიგადაცემული მონაცემების (სიგნალების, გზავნილების, პაკეტების და ა.შ.) ერთობლიობა. - 5.7. „სილქნეტი“ უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეგიზღუდოთ „მომსახურება“/’’ფასიანი პაკეტი’’, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ მიწოდებული „მომსახურება“/ფასიანი პაკეტი გამოყენებულია „ფროდის“ მიზნით ან დაკავშირებულია „ფროდთან“.
- 5.8. „ფასიანი პაკეტით“ სარგებლობის ტარიფები, მოცემულია ვებ გვერდზე: www.silktv.ge
- 5.9. რეგისტრაციის გავლა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე წესებს/პირობებს.
- 5.10. „სილქნეტს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს წინამდებარე წესები პირობები ვებ გვერდზე www.silktv.ge გამოქვეყნებით, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ პირობებს.
6. ჯარიმები Post Pay სისტემის მომსახურებებზე
- 6.1. 2014 წლის 01 ოქტომბრიდან, Post Pay სისტემის აბონენტს, მომსახურებების საანგარიშო თვის ღირებულების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხება ჯარიმა, რომლის ოდენობა განისაზღვრება ერთ ანგარიშზე არსებულ მომსახურებებზე დარიცხული სააბონენტოსა და სასაუბრო წუთების ღირებულების ჯამური თანხის გადაუხდელი ნაწილის 20%–ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ ანგარიშზე არსებული მომსახურებების რაოდენობის ერთ ლარზე ნამრავლი თანხისა. ჯარიმის დარიცხვა არ მოხდება, თუ ერთ ანგარიშზე არსებულ მომსახურებებზე დარიცხული ღირებულების ჯამური თანხის გადაუხდელი ნაწილი არ აღემატება ამავე ანგარიშზე არსებული მომსახურებების რაოდენობის 0,10 ლარზე ნამრავლ თანხას. ჯარიმის დარიცხვა მოხდება ერთ ანგარიშზე არსებული მომსახურებების ღირებულების გადახდის შესაბამისი ვადის ბოლო დღის ამოწურვის შემდეგ ამასთან, ერთ ანგარიშზე არსებული ერთზე მეტი ერთგვაროვანი მომსახურებები განიხილება ცალკე მომსახურებებად.
7. ტარიფები
სააბონენტო პაკეტი | სილქნეტის სხვა სერვისებზე რეგისტრირებული მომხმარებელი / ტარიფი ლარში | სილქნეტის ახალი მომხმარებელი (ცალკე მდგომი სერვისი) / ტარიფი ლარში |
---|---|---|
"Basic Georgia" | - | - |
"Premium Georgia" | 3 | 3 |
"Full Package" | 10 | 10 |
"Premium Worldwid" | 10 | 10 |