დაცვის განაცხადი
კომპანიის შესახებ
კომპანიის სახელწოდება: სს სილქნეტი (შემდგომში, ასევე „ჩვენ“ ან „კომპანია“)
საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978
მისამართი: ქ. თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. №95
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.silknet.com
განაცხადი შესაძლოა, პერიოდულად განახლდეს, რის თაობაზეც ინფორმაცია (განაცხადის განახლების უკანასკნელი თარიღი) აისახება დოკუმენტის პირველ გვერდზე და გეცნობებათ აღნიშნულის თაობაზე.
განაცხადის გავრცელების ფარგლები
წინამდებარე განაცხადი ვრცელდება მობილური აპლიკაციით და/ან ვებ-გვერდით (Silktv.ge) მოწოდებულ SILK GO (მაუწყებლობის ტრანზიტისა (DTV) და გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედია (VOD)) მომსახურებებზე.
თუ თქვენ სარგებლობთ/გეგმავთ ისარგებლოთ SILK GO მომსახურებით, იგულისხმება, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე განაცხადის პირობებს.
წინამდებარე განაცხადი არ ვრცელდება - სილქნეტის მიერ თქვენთვის მოწოდებულ სხვა პროდუქტებსა და მომსახურებებზე, მათ შორის ფიქსირებული და მობილური სატელეფონო და ინტერნეტ/მონაცემთა გადაცემის მომსახურებებზე. სილქნეტის განაცხადი, რომელიც არეგულირებს სილქნეტის ყველა ძირითადი და დამატებითი მომსახურების/პროდუქტის კონფიდენციალურობის/პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს ხელმისაწვდომია - https://silknet.com/ge/company/privacy-policy.
წინამდებარე განაცხადი ასევე არ ვრცელდება სხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებზე ან/და ვებ-გვერდებზე, რომელზეც შესაძლოა წვდომა გქონდეთ სილქნეტის ვებ-გვერდიდან ან მოწოდებული მომსახურების ფარგლებში; სილქნეტი არ არის პასუხისმგებელი სხვა პირების მიერ თქვენთვის მოწოდებულ მომსახურებებთან დაკავშირებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე.
განაცხადის მიზნები
წინამდებარე განაცხადის მიზანია:
- განგიმარტოთ სამართლებრივი საფუძვლები, მიზნები და პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
- გაგაცნოთ, როგორ ვაგროვებთ და რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
- გაცნობოთ, როგორ ვიცავთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს;
- მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ.
ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებას საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების, ასევე წინამდებარე განაცხადში მოცემული და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და გარანტიები
- მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად;
- მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
- მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი უნდა იყოს, რომლის მისაღწევადაც ისინი მუშავდება;
- მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები უნდა გასწორდეს, წაიშალოს ან განადგურდეს გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
- მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება/შენახვა განსაზღვრულია კანონმდებლობით და წარმოადგენს პროპორციულ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
- მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან /და დაზიანებისგან;
სილქნეტი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს კანონიერი, წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლების, მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გარანტიები
ჩვენ გვყავს სპეციალური უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც მუდმივად მუშაობს უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებაზე, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან.
ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და პროცედურების საფუძველზე ჩვენ დანერგილი გვაქვს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელთა ეფექტურობის პერიოდული შეფასება ხორციელდება შიდა და გარე აუდიტის ფარგლებში.
პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მოცემული კანონიერი საფუძვლით, კერძოდ:
- ჩვენ შორის დადებული გარიგებით/ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების და/ან თქვენი მოთხოვნის/განაცხადის განხილვის საფუძვლით;
- ჩვენი კანონიერი/ლეგიტიმური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით;
- ჩვენზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების საფუძვლით;
- თქვენი თანხმობით.
ზემოთ მოცემული საფუძვლებით, თქვენი მონაცემები შესაძლოა დავამუშაოთ შემდეგი ერთი ან რამდენიმე კანონიერი მიზნით:
- თქვენ მიერ შეძენილი/არჩეული/მისაღები (DTV და VOD) მომსახურების თქვენთვის მოწოდების მიზნით;
- თქვენი იდენტიფიცირების და აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე თქვენი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
- თქვენთან ხელშეკრულების გაფორმებისა და/ან თქვენი ანგარიშის/მომსახურების მართვის, მათ შორის, დისტანციური მართვის სერვისის გაწევის მიზნით;
- თქვენთან ანგარიშსწორების განხორციელების, მათ შორის, თქვენთვის მომსახურების ანგარიშის მოწოდების მიზნით;
- თქვენ მიერ შეძენილი მომსახურებ(ებ)ის თაობაზე თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების მიზნით, მათ შორის, (i) თქვენი ბალანსის ან მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის/შეწყვეტის (ii) თქვენი დავალიანების და გადახდის ვადის (iii) დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ან (iv) მომსახურების პირობების/ ტარიფების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით;
- თქვენი მოთხოვნის, საჩივრის/პრეტენზიის განხილვის, თქვენთვის ტექნიკური დახმარების გაწევის ან ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით;
- მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის და/ან ჩვენი მომსახურების/პროდუქტებისა და აპლიკაციის/ვებ-გვერდის ფუნქციონირების ტესტირების, გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის;
- განხორციელებული თაღლითური ქმედების, ფროდის ან/და კიბერ შეტევის ინციდენტების მონიტორინგის, პრევენციის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის/შეჩერების მიზნით;
- აგრეგირებული და დეპერსონალიზებული მონაცემების ფორმირების მიზნით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ (i) ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების ანალიზისა და შემდგომი განვითარებისათვის, (ii) ახალი მომსახურებების/პროდუქტების შესამუშავებლად, ისევე როგორც (ii) მენეჯერული, შიდა კორპორატიული და მესამე პირებისათვის მისაწოდებელი ანგარიშების შესამუშავებლად; (ამგვარი აგრეგირებული და დეპერსონალიზებული ფორმით შენახული მონაცემები არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რადგან გამორიცხავს პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირებას);
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, კერძოდ, ჩვენი მომსახურებების, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების პროდუქტების/ერთობლივი პროდუქტების თაობაზე (რომელზეც თქვენ წვდომა გაქვთ ჩვენი შეთავაზების ფარგლებში) თქვენთვის ინფორმაციის/შეტყობინების მოწოდების მიზნით;
- გაწეული მომსახურებების თაობაზე თქვენი ინტერესების ანალიზის, თქვენი პროფაილინგის და თქვენზე მორგებული პერსონალიზებული პროდუქტების შემუშავების მიზნით;
- გაწეული მომსახურებების თაობაზე გამოკითხვებისა და კვლევების ჩატარების მიზნით;
- პერსონალური მონაცემების გაცემასთან, შესწორებასთან, დამუშავებასთან, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თქვენი მოთხოვნების აღრიცხვისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
- დამატებით თქვენი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები დავამუშაოთ ყველა იმ სხვა მიზნისთვის, რომელზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ.
პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები და მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ
პერსონალური მონაცემების მოპოვება ხორციელდება კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული, მომსახურების პროცესში გენერირებული ან/და ა ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე წყაროდან.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, როდესაც თქვენ:
- სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოგვმართავთ ჩვენ ან ჩვენს წარმომადგენელს ჩვენი მომსახურების შეძენის და/ან ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით;
- გადიხართ იდენტიფიცირების პროცესს, რეგისტრირდებით ჩვენ აპლიკაციაში/ვებ-გვერდზე და შემოდიხართ ჩვენთან გარიგებაში/დებთ ჩვენთან ხელშეკრულებას;
- სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით, სარგებლობთ ჩვენი აპლიკაციით/ვებ-გვერდით, მათ შორის, ახორციელებთ მომსახურების ცვლილებას, დამატებას ან გაუქმებას;
- მონაწილეობას იღებთ ჩვენს გამოკითხვაში, აქციაში, გათამაშებაში და/ან სხვა ფორმით შემოდიხართ ჩვენთან კომუნიკაციაში;
- იყენებთ ცხელ ხაზს და ონლაინ საკონსულტაციო ფუნქციონალს (ონლაინ ჩეთს) ან გვიგზავნით წერილს ფოსტით ან ელ. ფოსტით;
- მოგვმართავთ საჩივრით/პრეტენზიით, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ან/და ნებისმიერი სხვა ხარვეზის გასწორების მოთხოვნით;
- მოგვმართავთ პერსონალური მონაცემების გაცემის, გასწორების, წაშლის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, შესაძლოა მოვიპოვოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიებისაგან, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობთ, ასევე ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა საჯარო რეესტრი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საკრედიტო საინფორმაციო ბიურო, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სხვა ფინანსური ინსტიტუტები და საჯარო ორგანიზაციები.
მონაცემები, რომელსაც ვამუშავებთ
პერსონალური მონაცემების კატეგორიები და დამუშავების მოცულობა დამოკიდებულია თქვენს მიერ შეძენილ/მიღებულ მომსახურებებზე, ჩვენთან განხორციელებული კომუნიკაციის ფორმაზე და თქვენს მოთხოვნებზე;
წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული საფუძვლებით და მიზნებისთვის შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
- თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი;
- ინფორმაცია თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე, მათ შორის მომხმარებლის სახელი, პაროლი, ანგარიშის ნომერი, ერთჯერადი კოდი და მათი გამოყენების თაობაზე მონაცემები;
- მონაცემები თქვენ მიერ მიღებული მომსახურებ(ებ)ის შესახებ, მათ შორის, მიღებული სატელევიზიო კონტენტის (არხი/გადაცემა), დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე, ასევე მონაცემები მომსახურების დამატების, გაუქმების ან ცვლილების თაობაზე;
- საბილინგო მონაცემები, მათ შორის მომსახურებისათვის დარიცხული საფასური, მომსახურების შეძენის ან ანგარიშის გადახდის თარიღი, დრო და ფორმა ასევე, თქვენი დავალიანების, გადაუხდელი ანგარიშ(ებ)ისა და დეპოზიტ(ებ)ის შესახებ მონაცემები;
- ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია საკრედიტო/სადებეტო ბარათისა ან/და საბანკო ანგარიშის თაობაზე;
- თქვენი IP მისამართი და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, მათ შორის მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, სისტემაში დაყენებული სასაათო სარტყელი (timezone), ეკრანის სიგრძე და სიგანე.
- კავშირის ტიპის თაობაზე მონაცემი ( მობილური ინტერნეტი ან Wi-Fi ) და დაკავშირებული ქსელის სახელი.
- მომსახურებასთან დაკავშირებით, თქვენ მიერ განხორციელებული კომუნიკაციის მონაცემები, მათ შორის, ელ-ფოსტით/ფოსტით/ონლაინ საკონსულტაციო (ონლაინ ჩეთის) პროგრამით შემოსული წერილობითი ინფორმაცია, ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების აუდიო ჩანაწერი და/ან ჩვენი მომსახურების ცენტრში თქვენი ვიზიტის თაობაზე მონაცემები.
- თქვენთვის მოწოდებული მომსახურების ხარისხის თაობაზე მონაცემები და სერვისის გათიშვის თაობაზე სტატისტიკა;
- თაღლითურ ქმედებებთან/ფროდთან და ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული მონაცემები;
- ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების (რომელთა მომსახურებაზეც თქვენ წვდომა გაქვთ ჩვენი შეთავაზების/ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში) მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობისა და თქვენი ინტერესების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია ჩვენი და/ან ჩვენი პარტნიორი კომპანიების მომსახურებების/პროდუქტების თაობაზე მიღებული მარკეტინგული შეთავაზებებისა და შეტყობინებების შესახებ;
- თქვენი მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, სეგმენტის /კატეგორიის და პროფილის შესახებ.
- თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, წაშლის, გაცემის, დამუშავებაზე თანხმობის ან დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია;
- ნებისმიერი ის სხვა მონაცემი, რომლის დამუშავებაზეც თქვენ თანხმობა განაცხადეთ და/ან რომლის დამუშავების ვალდებულებაც გვეკისრება კანონმდებლობით.
არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემები
კომპანია მომსახურებას უწევს/გარიგებაში შედის მხოლოდ სრულწლოვან, ე.ი. 18 წელს მიღწეულ მომხმარებლთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკური პირი არის არასრულწლოვანი, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა.
ონლაინ სივრცეში არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი მომხმარებლისთვის დანერგილი გვაქვს პროდუქტი, რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე „ინტერნეტ მშობელი - SILK KIDDO“.
პერსონალური მონაცემების გაზიარება
ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი მონაცემები:
- სილქნეტის უფლებამოსილ პირებს/(ქვე)კონტრაქტორებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით აგროვებენ და ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელით/ჩვენს სასარგებლოდ და ჩვენი დავალების საფუძველზე. ჩვენს (ქვე)კონტრაქტორებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ მონაცემები სხვა მიზნით, გარდა ჩვენ შორის შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და/ან გაამჟღავნონ მათთვის ხელმისაწვდომი მონაცემები.
- რიგ შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავუზიაროთ ისეთ უფლებამოსილ პირებს/ (ქვე)კონტრაქტორებს, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომელიც არ არის გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებაში, რომელიც განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს მქონე ქვეყნების ნუსხას. (ქვე)კონტრაქტორების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მონაცემების დამუშავება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის წინამდებარე განაცხადით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამის უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოებს და/ან სახელმწიფო უწყებებს;
- სხვა მესამე პირებს, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.
ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემების გაზიარება მოხდება მხოლოდ იმ მინიმალური მასშტაბით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან რაც გათვალისწინებულია/სავალდებულოა კანონმდებლობით.
პირდაპირი მარკეტინგი
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ თქვენ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი თანხმობით. სილქნეტის პირდაპირ მარკეტინგს აქვს ადგილი, როდესაც თქვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სატელეფონო ნომერზე/ნომრებზე და/ან თქვენს მიერ მიწოდებულ საკონტაქტო ნომერზე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით, სატელეფონო ზარის და/ან ვიდეო/აუდიო/გამოსახულებითი შეტყობინებით), ასევე სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით (ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმა, ვებგვერდი, აპლიკაცია, TV ამონათება ან სხვა) იღებთ ინფორმაციას ჩვენი ან/და ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების ერთობლივი პროდუქტების, მომსახურებების, ფასდაკლებების, აქციების, გათამაშებების, პრიზების, თქვენზე მორგებული, პერსონალიზებული პროდუქტების/სერვისების და სხვა სიახლეების შესახებ.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ შემდეგი მონაცემები: თქვენი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, თქვენს მიერ სილქნეტისათვის მოწოდებული, მომსახურების გაწევის შედეგად სილქნეტისათვის ხელმისაწვდომი (მათ შორის ლოკაციის და მომსახურებით სარგებლობის თაობაზე მონაცემები) ან/და ამგვარი ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია თქვენი პროფილის/სეგმენტის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე, მოგვთხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემების დამუშავებისა (მათ შორის პროფაილინგის) და მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა (გაითხოვოთ თქვენი თანხმობა), როგორც ქვემოთ მოცემული კომუნიკაციების ფორმებით (იხ. როგორ დაგვიკავშირდეთ), აგრეთვე იმავე ფორმით, რა ფორმითაც სილქნეტი ახორციელებს მარკეტინგული შეტყობინების გამოგზავნას; მაგალითად, მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მარკეტინგული შეტყობინების მიღებისას, თქვენ შეგიძლიათ თანდართულ SMS ნომერზე გამოაგზავნოთ მარკეტინგული შეტყობინების მიღების შეწყვეტის მოთხოვნა (NO SMS 91131).
ჩვენ ვალდებული ვართ შევწყვიტოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავება თქვენი შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად და/ან განსაზღვრულია კანონმდებლობით.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს, აპარატურის/მოწყობილობის მონაცემებსა და მომსახურების გაწევის/მოწოდების თაობაზე მონაცემებს ვინახავთ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან/დასრულებიდან არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო გადახდების შესახებ ინფორმაციას, ისევე როგორც მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციას - მომსახურების გაწევიდან არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში;
მონაცემების შენახვისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ამ მონაცემების წაშლას ან განადგურებას.
თქვენი უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ:
- გამოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება თქვენს შესახებ;
- გაეცნოთ და მიიღოთ იმ მონაცემების ასლები, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ;
- მოგვთხოვოთ თქვენ შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
- სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ან მოითხოვოთ ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
- მიიღოთ ინფორმაცია მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის იმგვარი ინციდენტის შესახებ, რომელიც მაღალი ალბათობით გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს ან/და მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
თქვენ უფლება გაქვთ, ამ თავით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოთ მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გეცნობებათ.
მონაცემთა გამოყენების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება
თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, მონაცემების წაშლა ან განადგურება.
თქვენი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას ან/და წავშლით ან გავანადგურებთ თქვენს მონაცემებს.
ჩვენ შესაძლოა უარი გითხრათ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა საფუძველი, მაგ: მონაცემთა შენახვის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონით და/ან მონაცემების შენახვა საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც განხორციელდა მონაცემთა შეგროვება, მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად. უარის შემთხვევაში თქვენ განგემარტებათ უარის თქმის საფუძველი და ასევე გეცნობებათ აღნიშნული უარის გასაჩივრების წესი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მოითხოვთ ისეთი მონაცემების დამუშავების შეწყვეტას, რომელიც აუცილებელია თქვენთვის მომსახურების მოწოდებისათვის, ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას.
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
როგორ დაგვიკავშირდეთ
წინამდებარე განაცხადთან, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის და/ან მოთხოვნის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:
- გამოგვიგზავნეთ ელექტრონული წერილი ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: dpo@silknet.com ან info@silknet.com
- დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში 032 2 100100;
- ეწვიეთ ჩვენს მომსახურების ცენტრ(ებ)ს სამუშაო საათებში.
სილქნეტი ვალდებულია თქვენი მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს ან/და შეავსოს მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ამის შესახებ გაცნობოთ ან გაცნობოთ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ტერმინთა განმარტება
აბონენტი/მომხმარებელი - სილქნეტის ხელშემკვრელი პირი ბოლო მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მიზნებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე/პირზე;
კომპანია/სილქნეტი/ჩვენ - ამ განაცხადის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
კონტრაქტორი - ისეთი უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ხელშემკვრელ მხარეს, მოქმედებს მისთვის და მისი სახელით და რომელიც მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით ამუშავებს ამავე მომხმარებლების მონაცემებს;
სხვა პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, სილქნეტისა, უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები სილქნეტის ან უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
მონაცემი/პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
მონაცემთა დეპერსონალიზაცია - მონაცემთა იმგვარი დამუშავება, როდესაც შეუძლებელია მონაცემთა სუბიექტთან მათი დაკავშირება ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებს ან /და დროს საჭიროებს.
პარტნიორი - ნებისმიერ სხვა პირი, ვისთან ერთადაც კომპანია სთავაზობს/ახორციელებს ერთობლივ პროდუქტებს/მომსახურებებს.
პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
პროფაილინგი - მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხს , მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას , პირად ინტერესებს, სანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას.
უფლებამოსილი პირი - დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება), რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიისთვის ან მისი სახელით.